
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შანონის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ირლანდია) „ერაზმუს+“-ის კოორდინატორი, კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების პროექტის ოფისის თანამშრომელი, ბიბლიოთეკარი, პადრაიგ კირბი ეწვია. პადრაიგი კირბი ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ მარინე გიორგაძეს და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ბსუ-ს „ერაზმუს+“-ის კოორდინატორს, ნანა ყურშუბაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. დაიგეგმა მემორანდუმის ხელმოწერა შანონის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან.
ვიზიტის ფარგლებში პადრაიგ კირბი ბსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი თავამაიშვილს შეხვდა. მოინახულა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ეწვია დამუშავება-დაკომპლექტების განყოფილებას, მომსახურებისა და ელექტრონული რესურსების განყოფილებას. ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორი თავამაიშვილმა პადრაიგ კირბის ბიბლიოთეკის მუშაობის პრინციპები და სპეციფიკა გააცნო.