სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ში გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების წარდგენა გაიმართა. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა მარინე გიორგაძემ და დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ,  ერაზმუს+“-ის კოორდინატორმა ნანა ყურშუბაძემ სხვადასხვა ფაკულტეტის  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს  2023-2024 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული გაცვლითი პროგრამები გააცნეს. გაცვლითი პროგრამები ითვალისწინებს 1 სემესტრის (შემოდგომის/გაზაფხულის) განმავლობაში ევროპის უნივერსიტეტებში სწავლას. წარდგენის დასრულების შემდეგ, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს. 

ბსუ-ს 20-ზე მეტ სტუდენტს  შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს „ერაზმუს+“-ის გაცვლით პროგრამების კონკურსსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსში.

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ, ისწავლონ ვროცლავის უნივერსიტეტში (პოლონეთი), რუსეს უნივერსიტეტში (ბულგარეთი), კორდობას უნივერსიტეტში (ესპანეთი), ოსიჯეკის უნივერსიტეტში (ხორვატია), ბიდგოშის უნივერსიტეტში (პოლონეთი), მურსიის უნივერსიტეტში (ესპანეთი), ზაარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია) და ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია). აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტებს სთავაზობს სწავლას ბიალისტოკის უნივერსიტეტში (პოლონეთი), ვროცლავის უნივერსიტეტში (პოლონეთი) და პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (Sciencespo.aix-ი,  საფრანგეთი).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა