
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2022-2023, 2023-2024 სასწავლო წლების გაცვლითი პროგრამების/პროექტების კონკურსებში მონაწილეობის მსურველთათვის 11 ნოემბერს ატარებს ტესტირებას უცხოურ (ინგლისური/ფრანგული/ გერმანული) ენებში. ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება რექტორის სახელზე პორტალის მეშვეობით (მიუთითეთ უცხო ენა და დონე - ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის-B1/B2, მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტებისათვის - B2 დონე, მოქმედი ელფოსტა, ტელეფონის ნომერი) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 09 ნოემბერი, 15:00 საათი.