
17-23 ივლისს „ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სუჩეავას უნივერსიტეტის (რუმინეთი) ასოცირებული პროფესორები ბოგიან კარმენი და ბოგიან ფლორინი იმყოფებოდნენ. სუჩეავას უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში გაეცნენ ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებს, პროექტებს, გაცვლით პროგრამებს, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მუშაობის პრინციპებსა და სპეციფიკას.