
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნუნუ ჯაფარიძემ „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ავეიროს (პორტუგალია) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში. ავეიროს უნივერსიტეტში ჩატარებული კვირეული (4-8 ივლისი) მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს „ერაზმუს+“-ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ნუნუ ჯაფარიძე შეხვდა როგორც ავეიროს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს, ასევე სხვა უცხოელ კოლეგებს და გააცნო ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო პროექტები და საუნივერსიტეტო ცხოვრება.