
სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი) „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით იწვევს დაინტერესებულ პირებს საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. საერთაშორისო კვირეულის მიზანია არსებული თანამშრომლობის განახლება და ახალი პარტნიორების მოძიება. კვირეული გაიმართება 2022 წლის 4-8 ივლისს.
დაინტერესების შემთხვევაში, დარეგისტრირდით შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/oJoDZ5nfmSArTVJM7 2022 წლის 6 მაისამდე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://www.polsl.pl/