6 ივნისი 2014 წელი

6 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ინიციატივით ჩატარდა „საერთაშორისო დღე“ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. დაინტერესებულ პირებს სამსახურის თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში აწვდიდნენ ინფორმაციას გაცვლითი პროგრამების, სამთავრობო გრანტების, საერთაშორისო პროექტების შესახებ, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პროგრამათა გამოცხადებისა და დედლაინების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება წელიწადში 2-ჯერ უშუალოდ საერთაშორისო პროგრამების გამოცხადების წინ და ტრადიციულად ივნისის პირველ კვირაში, რათა სტუდენტებს აუმაღლდეთ მოტივაცია და შეძლონ წინასწარ დაგეგმონ მომავალი სასწავლო წელი.