2 მაისი 2014 წელი
საუნივერსიტეტო კვლევის პროგრამის „სამეცნიერო და წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება საქართველოს ახალგაზრდა აკადემიური პერსონალისათვის“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხუთდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (State University of New Yourk) პროფესორებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ახალგაზრდა მკვლევარებსა და დოქტორანტებს სტატისტიკური ანალიზისა და ხარისხობრივი კვლევების მეთოდები, სამეცნიერო კვლევების გამოყენება საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში, აღწერილობითი და ინფერენციული სტატისტიკა, ბივარიაციულ ანალიზი და ეკონომიკური შეფასების მეთოდები გააცნეს. სწავლება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის კვლევის კავშირმა “(Health research Union) აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.