25 ნოემბერი 2021 წელი

„ერაზმუს მუნდუსის“ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „WOP Psychology“ აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროგრამა ორგანიზებულია საერთაშოროსო WOP-P კონსორციუმის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინარე განათლება ფსიქოლოგიაში .აპლიკაციის ბოლო ვადა 10 იანვარი, 2022 წელი.
სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს შემდეგ უნივერსიტეტებს:
-
ვალენსიის უნივერსიტეტი (ესპანეთი);
-
ბარსელონას უნივერსიტეტი (ესპანეთი);
-
ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია);
-
კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია).
საჭირო დოკუმენტები:
-
წინარე განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ფსიქოლოგიაში;
-
ნიშნების ფურცელი;
-
სივი ინგლისურ ენაზე;
-
მოტივაციის წერილი.
რეკომენდაციის ორი წერილი, რომელიც უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელმისამართზე: letters@uv.es
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი, ეწვიეთ ბმულს: https://www.erasmuswop.org/
ან მიმართეთ პროგრამის კოორდინატორ უნივერსიტეტს შერმდეგ მისამართზე: erasmuswop@uv.es
დანართი