5 აპრილი 2014 წელი
უნგრეთის მთავრობის სასწავლო სტიპენდია, განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2014 წლის 10 აპრილი.
უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უნგრეთის მხარე სთავაზობს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველ სტუდენტს: 10 სასწავლო სტიპენდია სრული საბაკალავრო პროგრამებისათვის სოფლის მეურნეობის სფეროში, 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში. უნგრეთის მხარე ასევე შესთავაზებს 5 სტიპენდიას სრული სადოქტორო პროგრამისათვის ინგლისურ ენაზე ნებისმიერ სფეროში.
საბაკალავრო საფეხურზე მყოფი სტუდენტებისათვის სწავლის პროცესი წარიმართება უნგრულ ენაზე. უნგრული ენის კურსებს სტუდენტები გაივლიან პირველი სასწავლო წლის მანძილზე. სტუდენტებს მოეთხოვებათ ჩამოთვლილთაგან სასურველ პროგრამაში და ინგლისურ ენაში მინიმალური კომპეტენციის ქონა.
დოქტორანტებისათვის სწავლის პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე. მათ მოეთხოვებათ საკუთარი სადოქტორო პროექტის წარმოდგენა და საერთაშორისო სერთიფიკატი ინგლისურ ენაში (TOEFL ან IELTS).
შევსებული სააპლიკაციო, სასტიპენდიო ფორმა და CV გადააგზავნეთ 2014 წლის 10 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: zaza.vachridze@iliauni.edu.ge