6 ოქტომბერი 2022 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური წლის „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსებში მონაწილეობის მსურველი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2021 წლის 19 ოქტომბერს ატარებს ტესტირებას ინგლისურ ენაში. ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ბსუ-ს პორტალის მეშვეობით და ასევე, გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge:
-
განცხადება რექტორის სახელზე (მიუთითეთ საფეხური, ფაკულტეტი, სპეციალობა, ენის დონე -B2 დონე, მოქმედი ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი);
-
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 6 - 15 ოქტომბერს, 18:00 სთ-მდე.
შენიშვნა: ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
-
მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტებს;
-
დოქტორანტურის საფეხურის სამივე სასწავლო წლის სტუდენტებს.