
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის 25 თებერვალს ატარებს ინგლისურ ენაში ტესტირებას.
ტესტირების გასავლელად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს განცხადება (მითითებული უნდა იყოს საფეხური, ფაკულტეტი, სპეციალობა, ინგლისური ენის დონე ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის B1.2/B2, მაგისტრატურის სტუდენტებისათვის B2 დონე, მოქმედი ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი) პორტალის მეშვეობით და ასევე, უნდა გადმოაგზავნოს დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge 23 თებერვლის 18:00 სთ-მდე.