
16 თებერვალს, 12:00 საათზე, ონლაინ ფორმატში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მოადგილე, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი ნანა ყურშუბაძე ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პირობებს გააცნობს.
პრეზენტაციაში ჩართვის მსურველებს, გთხოვთ, გადმოგზავნოთ საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ელფოსტა) შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოგეწოდებათ ZOOM-ის პლატფორმის ბმული.