„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვალენსიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლის მსურველი რეგისტრირებული სტუდენტების ტესტირება და გასაუბრება ინგლისურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 29 სექტემბერს (35-ე აუდიტორია, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი).
1. ტესტირება - 11:00 საათი, ინგლისური ენა (B2 დონე, ვალენსიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნით);
2. გასაუბრება -13:00 საათი.
საბუთების მიღება:
საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 17 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე ელექტრონულ ბმულზე (საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დახმარებით) http://registration.bsu.ge
და ასევე საბუთები გამოგზავნეთ დეპარტამენტის ელ-ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge 2020 წლის 17 სექტემბრიდნ 28 სექტემბრის ჩათვლით
დოკუმენტების წარმოდგენა ორივე სახით აუცილებელია.
საჭირო დოკუმენტები:
• პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
• Europass CV (ინგლისურ ენაზე);
• მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
• ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
• ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
• სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).