
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების (Erasmus Mundus JMD) წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს ერაზმუს+-ის ოფისის წარმომადგენლებმა თათა ლორთქიფანიძემ და ნინო ურუშაძემ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლებისა და კონკურსში მონაწილეობის პირობები გააცნეს. ევროკაშირი ერაზმუს+-ის პროგრამის ფარგლებში მიღებას აცხადებს 123 ერთობლივ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის განხორციელებაშიც ჩართულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტი.