
ევროპის საბჭო აცხადებს საგრანტო კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. პროექტების წარდგენა შეუძლიათ უნივერსიტეტებს თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და აჭარიდან. თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 4 000 ევრო. განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა 17 ოქტომბერი. საგრანტო კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების საკითხებზე. კერძოდ: დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელების შესახებ; უმცირესობებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და მრავალფეროვნების შესახებ; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმებსა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიულ ღირებულებებსა და საქართველოში მოქმედ ანტი-დისკრიმინაციულ კანონების შესახებ.
აპლიკაციები გადაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: http://tenders.antidiscrimination@coe.int სახელწოდებით http://Georgia – small grant proposal
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/call-for-proposals-for-small-grants-for-universities