
საქართველოს Erasmus+-ის ეროვნული ოფისის მიწვევით და ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარდგინებით იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ბაჟუნაიშვილმა მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საქართველო-ავსტრიის სემინარის მუშაობაში. ორდღიანი სემინარის მიზანი იყო ევროკავშირის დონორი პროგრამების (Erasmus+-ი, Horizon 2020, MSCA) ფარგლებში ქართულ და ავსტრიულ უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი საგრანტო წინადადებების შემუშავება და კონკრეტული პროექტების ფარგლებში კონსორციუმების ფორმირების შესაძლებლობათა განხილვა იყო.
სემინარის მუშაობაში ჩართული იყო საქართველოს უმაღლესი საგანმანათ¬ლებლო დაწესებულებების, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, 12 ავსტრიული უნივერსიტეტის, ავსტრიის Erasmus+-ის სააგენტოს წარმომადგენლობა და უმაღლესი განათლების ექსპერტები.