ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შემოვიდა ასისტენტ პროფესორ ირმა ბაგრატიონის მიერ გამოცემული წიგნი „კონსტანტინე კაპანელის ფილოსოფია“.

სურათი

ნაშრომში განხილულია მეოცე საუკუნის თვალსაჩინო ქართველი ფილოსოფოსის- კონსტანტინე კაპანელის ზოგადფილოსოფიური კონცეფცია, რომელიც მოიცავს სიცოცხლის ფილოსოფიის , ეთიკის, რელიგიის, ესთეტიკის, კულტურისა და ხელოვნების ფილოსოფიურ პრობლემებს. ნაშრომში, პირველად ქართულ ფილოსოფიურ მეცნიერულ აზროვნებაში, მოცემულია კონსტანტინე კაპანელის ზოგადფილოსოფიური მოძღვრების სისტემური ანალიზი, დალაგება და შეფასება.

ნაშრომი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა