
ტემპუსის პროექტის „ENGITEC” მენეჯერი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლელა თურმანიძე ორკვირიანი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ინგლისში, მსოფლიოში ცნობილ პროგრამირების ცენტრში. პროგრამირების ცენტრმა “DELCAM”-მა „ENGITEC” პროექტის მკვლევრებს გააცნო მათ მიერ შემუშავებული ინტელექტუალური პროდუქტები, რომლებიც ინტენსიურად გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, მედიცინაში, მრეწველობასა და დიზაინში. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა სახელმძღვანელოები, სადაც აღწერილია “DELCAM”-ის პროგრამული პაკეტები და მათი შესაძლებლობები.
უკან |