
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში საპრეზენტაციო სივრცე მოეწყო, რომელიც აღჭურვილია ინდივიდუალური და ჯგუფური პრეზენტაციის ტექნიკური საშუალებებით, რბილი ავეჯით და ფართოეკრანიანი ტელევიზორით. სივრცე დაეთმობა ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა ნაშრომების და საუნივერსიტეტო კრებულების პრეზენტაციას, ასევე სტუდენტთა შემოქმედებითი აქტივობების წარმოჩენა-პოპულარიზაციას.
უკან |