23 ოქტომბერი 2017 წელი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომადგენელი ბერტოლდ ლინდერი ეწვია. სტუმარმა შეხვედრები გამართა ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან როსტომ ბერიძესთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. ბერტოლდ ლინდერმა შეხვედრებზე DAAD-ის პროგრამებზე, აღნიშნული პროგრამით გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობებსა და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა.