6 სექტემბერი 2017 წელი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფრანგეთის საელჩოს ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საკითხებში ტერი ბურტე და მონპელიეს უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ჰერვე შაპერტი ეწვივნენ. სტუმრებმა შეხვედრები ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან და ტურიზმის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან გამართეს.
ვიზიტის მიზანი ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტსა და საფრანგეთის მონპელიეს უნივერსიტეტს შორის საბაკალავრო და სამაგისტრო ერთობლივი პროგრამების განხორციელება იყო. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებზე, ორმაგი დიპლომების ამოქმედებასა და მენეჯმენტის მიმართულების სადოქტორო პროგრამების ორმაგი ხარისხის მინიჭებაზე.