22 მაისი 2017 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები 22-23 მაისს, სასტუმრო ,,ეიფორიაში’’ გამართულ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში (IBF Batumi ) ღებულობენ მონაწილეობას. ფორუმზე 6 მსოფლიო კლასის სპიკერი: პიერლუიჯა კოლინა, დანანჯაია ჰეტიარაჩი, შონ ფიცპატრიკი, კევინ გასკელი, მარშალ გილდსმიტი და ჯონ კინგი 14 ქვეყნის წარმომადგენლებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოპები და მასტერკლასები. ფორუმის ორგანიზატორებმა ბსუ-ს 50-მდე საუკეთესო სტუდენტი მოტივაციის, ინგლისური ენისა და გამოცდილების მიხედვით შეარჩიეს. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ტრენერებს შეხვდნენ და მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებაში მიიღონ მონაწილეობა. ღონისძიების დასრულების შემდეგ 3 საუკეთესო სტუდენტი კომპანია AISEC- ის მხარდაჭერით უცხოეთში გაემგზავრება სტაჟირებაზე. ბიზნეს ფორუმი კომპანია IBF-ის ორგანიზებით იმართება და ხვალ, 22 მაისს დასრულდება.