12 მაისი 2017 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი ბათუმის ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-10 საიუბილეო საერთაშორისო გამოფენაში ,,ექსპო ბათუმი -2017" ღებულობს მონაწილეობას. ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ვიზიტორებს ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს, სწავლების პირობებსა და სტუდენტური ცხოვრებას გააცნობენ. გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და მასში 7 ქვეყნის 80 ქართული და უცხოური კომპანია არის წარმოდგენილი