29 ივნისი 2016 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს რუსეთის ტურიზმისა და სერვისების სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობს.დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ორ უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
თანამშრომლობა ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტსა და რუსეთის ტურიზმის უმაღლეს სასწავლებელს შორის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზებას, სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლებისათვის მობილობის განხორციელებას და საზაფხულო სკოლების ერთობლივად ორგანიზებას ითვალისწინებს. აგრეთვე, განისაზღვრა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება მდგრადი ტურიზმის მიმართულებით.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.