16 მაისი 2016 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ,,ექსპობათუმი - 2016” მიიღეს მონაწილეობა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები ჩართული იყვნენ საორგანიზაციო საკითხებში, გაეცნენ საერთაშორისო გამოფენების მნიშვნელობას, გაიარეს პრაქტიკა და მიიღეს გამოცდილება, რომელიც მათ სამომავლო კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ,,ექსპობათუმი - 2016” 13-15 მაისს, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ გაიმართა და მასში 8 ქვეყნის 70-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი.