12 თებერვალი 2016 წელი

მიმდინარე წლის 1-3 თებერვალს ტემპუსის პროექტის ფარგლებში ქ. ერევანში შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი პაატა ჩაგანავა ესწრებოდა.
პროექტი მიზნად ისახავს: კავკასიაში, უმაღლესი განათლების ინტერდისციპლინური რეფორმას ტურიზმის მენეჯმენტის და გამოყენებითი გეოინფორმაციის სასწავლო პროგრამაში, რომლის ფარგლებში შემუშავებული იქნება ახალი სასწავლო კურსები, მოდულები და ფაკულტეტი აღიჭურვება პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალურ ტექნიკური ბაზით.