27 ნოემბერი 2015 წელი

„HOSREC–Hospitality, Recruitment“-ის კომპანიის წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. საერთაშორისო რეკრუიტინგული კომპანიის წარდგინების შემდეგ, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია და მიმართულებები განისაზღვრა. დაიგეგმა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება. 2016 წლის ივნისს-სექტემბერში 50 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკას თურქეთში ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში გაივლის.