ტურიზმის ფაკულტეტი

ლექციები კურსი - „სოფლად ტურიზმი და მდგრადი ბიზნესი“

სურათი

ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, თეიმურაზ აბესაძემ ტურიზმისა და მასპინძლობის  მენეჯმენტის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტებისთვის ერთკვირიანი ლექციების კურსი წაიკითხა თემაზე: „სოფლად ტურიზმი და მდგრადი ბიზნესი“. სტუდენტები  სოფლად ტურიზმის განვითარების ნორვეგიულ გამოცდილებასა და ამ სფეროში მდგრადი ბიზნესის შესაძლებლობებს გაეცნენ. პროფესორი თეიმურაზი აბესაძე რამდენიმე წელია  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტთან თანამშრომლობს და ხელმძღვანელობს ნორვეგიულ-ქართულ პროექტს - „ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში  მდგრადი ტურიზმის და ინოვაციების სფეროში განათლება“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა