23 ოქტომბერი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 27-მა სტუდენტმა 2-თვიანი სასწავლო პრაქტიკა კუნძულებზე უსედომზე, რუგენზე და ქალაქ ჰამბურგში გაიარეს. ახალგარზდებს საშუალება ჰქონდათ 2 თვის განმავლობაში გაცნობოდნენ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ყველა ძირითად სტრუქტურულ ერთეულს. თეორიულ ცოდნის მიღებასთან ერთად, სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში. პრაქტიკა უზრუნველყოფილი იყო გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.