19 ოქტომბერი 2015 წელი

გერმანიის ,,ბალტიკის კოლეჯის“ ტურიზმისა და მასპინძლობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, პროფესორმა გერალდ ვეტცელმა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მასტერკლასი თემაზე ჩაატარა: „სარესტორნო და ღვინის ტურიზმის განვითარების საერთაშორისო გამოცდილება“. მასტერკლასის ფარგლებში ახალგაზრდები ღვინის, საკრუიზო, რეაკრიაცუიული და კულინარიული ტურიზმის აქტუალურ საკითხებს გაეცნენ. ღონისძიების დასასრულს, პროფესორმა გერალდ ვეტცელმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.