28 სექტემბერი 2015 წელი

ტურიზმის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ტურიზმის ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდნენ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი მარეგულირებელი აქტები, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების წესი და სტრუქტურა გააცნეს. 2015-2016 სასწავლო წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტზე 140 პირველკურსელი და 35 მობილობით გადმოსული სტუდენტი ჩაირიცხა.