11 სექტემბერი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 27 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკას გერმანიაში, კუნძულ უსედომსა და რუგენზე ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში გადის. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ 2 თვის განმავლობაში გაეცნონ სასტუმროს ყველა ძირითადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებას. სტუდენტები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, აქტიურად ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში. სასწავლო პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.