3 აგვისტო 2015 წელი

წარმატებით გაიარა აკრედიტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ახალმა საგანმანათლებლო პროგრამამ ,,ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“, მისანიჭებელი კვალიფიკაცია „ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში“. აღნიშნული პროგრამა 2015-2016 სასწავლო წლიდან განხორციელდება.