17 ივლისი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტმა 2014-2015 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. მიმდინარე სასწავლო წელს ტურიზმის ფაკულტეტის 124 სტუდენტს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ტურიზმში. ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა როსტომ ბერიძემ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა და წარმატებულებს სერტიფიკატები გადასცა.