3 ივნისი 2015 წელი

გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პირველობა ფუტსალში. შეჯიბრი 1 ივნისს დაიწყო და მასში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 8 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ შეხვედრაში ტურიზმის ფაკულტეტის ნაკრებს იურიდიული ფაკულტეტის ნაკრები დაუპირისპირდა. ტურნირი ტურიზმის ფაკულტეტის გამარჯვებით, ანგარიშით 6:5 დასრულდა. ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.