20 მაისი 2015 წელი

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ,,ექსპო ბათუმი - 2015” ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტმა ტრადიციულად მიიღო მონაწილეობა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დამთვალიერებლებს უნივერსიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება გააცნეს და ტურისტული პროდუქტები წარუდგინეს. სამდღიანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ,,ექსპო ბათუმი - 2015” სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ იმართება და მასში 9 ქვეყნის 195-მდე კომპანია არის წარმოდგენილი.