11 ნოემბერი 2024 წელი
ფრანკოფონური საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ გაგოშიძემ 7-8 ნოემბერს ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: სტუდენტური ბიზნესის წამოწყება - ანუ ,,მეწარმეობა და შესაბამისი დისკურსი.’’
აღნიშნული ტრენინგი ძირითადად ეყრდნობოდა ბიზნესის პოპულარიზაცია-რეკლამის საკვანძო ასპექტებს, სლოგანებისა და მიმართვების სწორად ჩამოყალიბების ტექნიკებს. ბსუ-ს სტუდენტებმა შეისწავლეს აღნიშნული თეორიები და მიდგომები. შემოთავაზებული კურსის დროს ახალგაზრდებმა შექმნეს საკუთარი „ბიზნეს გეგმები“ და იმუშავეს მათ სწორად გაპიარებაზე. ტრენინგი ჩატარდა ფრანგულ-ქართულ ენებზე.