ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა  გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი კორძაიამ, ადმინსტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ, აქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა სწავლის დასრულება მიულოცეს და სიგელები გადასცეს. ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები 85-მა სტუდენტმა დაამთავრა. სწავლის პერიოდში გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და ფაკულტეტის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის 40 სტუდენტი დაჯილდოვდა.

ტურიზმის ფაკულტეტი წარმატებას  უსურვებს კურსდამთავრებულებს  სამომავლო პროფესიულ ცხოვრებაში.

გამოშვება მუსიკალურად გააფორმა  ბსუ-ს ბენდმა „OFF SIDE".

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა