16 მაისი 2024 წელი
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ტურიზმის დარგობრივი დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი თინათინ გოგოლიშვილი, საგრანტო პროექტის ERASMUS+ ფარგლებში, პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და რეგიონული განვითარების ინსტიტუტში იმყოფებოდა. 7-14 მაისს განხორცილებული მობილობის ფარგლებში თინათინ გოგოლიშვილმა ლექცია ჩაატარა ტურიზმისა და მასპინძლობის სპეციალობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან თემაზე: „თუ ააშენებ, მოვლენ: არის თუ არა ინფრასტრუქტურა გადამწყვეტი ტურიზმის ზრდისა და კონკურენტუნარიანობისთვის, ბათუმის მაგალითზე“ (If you built it, they will come: Is infrastructure crucial to tourism growth and competitiveness in Batumi).
ლექცია სავალდებულო სასწავლო კურსის „ლანდშაფტი და არქიტექტურული სტილი“-ს ფარგლებში ჩატარდა და განხორციელებული კვლევის შედეგების გაცნობასა და სტუდენტებთან დისკუსიას მოიცავდა.