10 მაისი 2024 წელი
5-10 მაისს, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია ბერიძე აკადემიური მობილობით იმყოფებოდა ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ლატვია). ნათია ბერიძემ ლექციები წაიკითხა და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა III კურსის სტუდენტებთან მასპინძლობის მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში ნათია ბერიძე გაეცნო საგანმანათლებლო პროგრამებს, საუნივერსიტეტო ცხოვრებას, მიმდინარე სასწავლო პროცესსა და სიახლეებს, ასევე შეხვდა უნივერსიტეტის დეპარტამენტებისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს.