28 მაისი 2024 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტს ტურიზმის ექსპერტი, გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ბსუ-ს საპატიო დოქტორი, პროფესორი გერალდ ვეტცელი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა გერალდ ვეტცელმა შეხვედრა ჩაატარა ტურიზმის სფეროში პერსონალის კვალიფიკაციის, სამოგზაურო ფორმალობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის საკითხებზე იმ სტუდენტებთან, რომლებიც სამი თვის განმავლობაში გერმანიაში სტაჟირებისთვის გაემგზავრებიან.
გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტთან (Internationales Institut für Hospitality (IIFH)) გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ბსუ-ს 500-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკა გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში.
ვიზიტის ფარგლებში ასე დაიგეგმა სამომავლო სამეცნიერო და პროფესიული აქტივობები ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიზნით.