ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტთა „Erasmus+“-ის საერთაშორისო მობილობა ლატვიაში, ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის „ტურიზმის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტი ნინი თებიძე და მესამე სასწავლო წლის სტუდენტი ალეკო ბერიძე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლას ლატვიაში,  ვიძემის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამაზე გააგრძელებენ. სტუდენტები სპეციალობის შესაბამისად გაივლიან ტურიზმში პროექტების მართვის, Საჯარო გამოსვლების, ვიზიტორების მოტივაციის, ლატვიური ენისა და კულტურის სასწავლო კურსებს.

საერთაშორისო მობილობის მონაწილეები ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებენ არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას მათ მიერ არჩეულ სასწავლო კურსებში, არამედ გაეცნობიან ლატვიის კულტურასა და ტრადიციებს, რაც ხელს უწყობს კულტურათაშორის გაგებასა და  უნივერსიტეტების თანამშრომლობას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა