ტურიზმის ფაკულტეტი

ვიზიტი „ITB Berlin“ ტურისტულ საერთაშორისო გამოფენაზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კორძაია და მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი როსტომ ბერიძე მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე - „ITB Berlin 2024“ იმყოფებოდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების მქონე  უნივერსიტეტების და სტუდენტების გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში საწარმოო პრაქტიკის ობიექტების არსებულ და პერსპექტიულ პარტნიორებთან შეხვედრებს, ტურიზმის სფეროში ინოვაციების, სიახლეების და მსოფლიო ტურიზმის განვითარების ტენდენციების გაცნობას.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მიუნხენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის, მითელშტანდის უმაღლესი სკოლის და გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთობლივი, გაცვლითი პროგრამების შემუშავებისა და მომავალი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობების მიზნით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა