5 თებერვალი 2024 წელი
ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის „ტურიზმის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის IV კურსის სტუდენტებმა 30 იანვარიდან 4 თებერვლის ჩათვლით ბერლინში გამართულ „საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის“ სტაჟირების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის შედგენილი სტაჟირების პროგრამა მოიცავდა სასტუმროების „25hours Hotels“, „Scandic“ „Henri“, კვების სერვისის კომპანიის „L & D GmbH“ და დიზაინისა და ღონისძიებების სააგენტოს „Nok Akt“ -ის გაცნობას, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, დისკუსიებს და სტუდენტთა ჯგუფურ მუშაობას ქართული ინოვაციური საერთაშორისო ღონისძიებების შექმნას.
სტაჟირების პროგრამა უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის ღირებულ პრაქტიკულ გამოცდილებას, საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის კომპლექსურ ანალიზს და მასპინძლობის ინდუსტრიაში პროფესიული შესაძლებლობების გამოვლენას.
ბერლინის საერთაშორისო სტაჟირების რიგით მეოთხე პროგრამა განხორციელდა „Solutions Holding GmbH“-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბსუ-ს საპატიო დოქტორის, პროფესორ შტეფან გერჰარდის ორგანიზებით.