19 მაისი 2023 წელი
18-19 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტმა ვროცლავის ბიზნეს უნივერსიტეტთან ერთად, მონაწილეობა მიიღო „Erasmus Mundus Design Measures“ საგრანტო პროექტის ფარგლებში, თბილისში, ევროპის უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრებში ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „ნელი ტურიზმის მენეჯმენტის“ განსახორციელებლად. ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას 6 ქვეყნის 7 უნივერსიტეტი ამზადებს. ბსუ პროექტის ასოცირებული პარტნიორია, აზერბაიჯანის, თურქეთის და ჩეხეთის უნივერსიტეტებთან ერთად.
სამუშაო შეხვედრაზე ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ბახტაძემ წარმოადგინა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია და ისაუბრა პროექტში ტურიზმის ფაკულტეტის ჩართულობასა და შესაძლებლობებზე. შეხვედრიზე დაიგეგმა, სამაგისტრო პროგრამის „ნელი ტურიზმის მენეჯმენტის“ აკრედიტაციის შემდეგ სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლის ორგანიზება და სტაჟირება. ამასთან ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ექნება სასწავლო კურსი წაიკითხოს დისტანციურად ან პარტნიორ უნივერსიტეტებში, გაუწიოს ხელმძღვანელობა სამაგისტრო ნაშრომს.
საგრანტო პროექტის მთავარი პარტნიორები არიან ვროცლავის ბიზნეს უნივერსიტეტი (პოლონეთი), პანონიან უნივერსიტეტი (უნგრეთი), ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო).