19 მაისი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT - 2023’’ მონაწილეობს. ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დამთვალიერებლებს საუნივერსიტეტო ცხოვრება, სერვისები, ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა გააცნეს და ტურისტული პროდუქტები წარუდგინეს. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ, VR-სათვალის საშუალებით ვირტუალურად ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, რესურსებსა და მარშრუტებს. გამოფენა 3 დღეს გაგრძელდება და მასში 85-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია მონაწილეობს.