ტურიზმის ფაკულტეტი

ლატვიის საერთაშორისო კონფერენცია „ეკონომიკური მეცნიერება სოფლის განვითარებისთვის“

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორებმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა და თამარ ბერიძემ 12-13 მაისს მონაწილეობა მიიღეს ლატვიის სიცოცხლის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში ,,ეკონომიკური მეცნიერება სოფლის განვითარებისთვის“. მომხსენებლებმა სესიის მონაწილეებს გააცნეს ტურიზმის დარგში მიმდინარე სიახლეები და ინდივიდუალური კვლევის შედეგები. ასისტენტ პროფესორმა თამარ ბერიძემ კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: „ინვესტიციები ადამიანისეულ კაპიტალში და მისი ეფექტიანობის შეფასება (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა), ასისტენტ პროფესორმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა  - „საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებში დატვირთვასა და მომგებიანობას შორის განსხვავების ანალიზი კოვიდ 19-ით  გამოწვეულ პანდემიამდე და პანდემიის შემდგომ პერიოდში“.

კონფერენციას ესწრებოდა 68 მონაწილე რვა ქვეყნიდან - ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, უკრაინა, უზბეკეთი, საქართველო და მადაგასკარი, რომლის მიზანიც იყო გამოცდილების, ცოდნისა და სამეცნიერო კვლევის შედეგების გაზიარება ეკონომიკასა და ბიზნესში.

კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში  დაიგეგმა სამომავლო პარტნიორობა საერთო სამეცნიერო ინტერესების მქონე მეცნიერებთან.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა