27 ოქტომბერი 2022 წელი

25-27 ოქტომბერს გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილებისა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის EU4Dialogue-ის ფარგლებში, თბილისში ჩატარდა არქეოლოგიური ვორქშოპი თემაზე: „სამხრეთ კავკასიის არქეოლოგიური ძეგლებისათვის რეესტრის შედგენის შესაძლებლობები“. სემინარში მონაწილეობა მიიღო და მოხსენებით წარსდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი სულხან მამულაძე. ტრენინგი ბრანდენბურგის მუზეუმისა და ძეგლთა დაცვის დირექტორმა, პროფესორმა ფრანც შოპერმა ჩაატარა. ვორქშოპის მუშაობას ესწრებოდნენ გერმანიის სომხეთის, მოლდავეთისა და საქართველოს წარმომადგენლები.