ტურიზმის ფაკულტეტი

ლ.ნ. გუმილიოვის სახელობის ევრაზიის ეროვნული უნივერსიტეტის (ყაზახეთი, ასტანა) გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს ტურიზმის სტუდენტებისთვის

ცხადდება კონკურსი ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის ლ.ნ. გუმილიოვის სახელობის ევრაზიის ეროვნული უნივერსიტეტში (ყაზახეთი, ასტანა) მობილობისთვის.

მობილობა განხორციელდება 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საჭირო საბუთები უნდა წარმოადგინონ ელ-ფოსტაზე giorgadze.nana@bsu.edu.ge 2022 წლის 22 მაისამდე.

  • პასპორტის ასლი
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • სტუდენტის ცნობა (ინგლისურ ენაზე)
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს უფასო სწავლას და საერთო საცხოვრებელს.

გისურვებთ წარმატებას!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა